ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე


საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე
საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე

დასრულდა საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში.

დასრულდა საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში. ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხებზე.

ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტები ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი და პოლიტოლოგი ზურაბ ბრაგვაძე საუბრობენ. თენგიზს მიჩნია, რომ ასეთი სახის ვიზიტები ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას:

თ.გ.-“ ეს არის პირველ რიგში სამუშაო ვიზიტი იმისთვის რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში უნგრეთში უკეთ გაიცნონ საქართველო, საქართველოს მიღწევები ნატოსაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ასეთი ვიზიტები არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, ასეთი ვიზიტები კიდევ ჩატარდება. ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, პირველი პირებისაგან მიიღონ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც ტარდება საქართველოში და იმ მზადყოფნის შესახებ რასაც მიაღწია საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მაგრამ ესეც არ იქნება ერთადერთი მეთოდი რასაც საქართველო განახორციელებს. უკვე ნოემბერში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მმართველი საბჭოს ვიზიტი საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოს 28 წევრი ქვეყნის ელჩი პირადად ჩამოვა საქართველოში, გენერალურ მდივანთან ერთად. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის და საქართველოს ხედვა დაახლოვდეს და იმისათვის რომ ნატოს ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ჩვენი რეფორმების შესახებ. სანამ ნოემბერში თბილისში ჩამოვიდოდეს და საქართველოს მოინახულებდეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, იქამდე ჩვენ ველით ნატოს შემფასებელი მისიის ვიზიტს. შემფასებელი მისია დეტალურად გაეცნობა წლიური ეროვნული პროგრამის მიმდინარეობას, რომელსაც საქართველო ხელმძღვანელობს ნატოსთან ურთიერთობაში, შევახსენებ ჩვენს მსმენელებს რომ ეს არის პროგრამა, გეგმა, რეფორმათა ის ნუსხა,რომელსაც ნატო და საქართველო ერთდოულად ამტკიცებენ წლის დასაწყისში და რომელსაც საქართველო შემდეგ მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს. ამ რეფორმათა მიმდინარეობას სექტემბერში გაეცნობიან ნატოს ექსპერტები. შემდეგ უკვე წლის ბოლოს რეფორმათა დამატებას შეაჯამებს ნატო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც 2009 წელს და 2010 წელს ამ რეფორმებს ძალიან წარმატებულად ჩაგვითვლიან. „

ბატონ ზურაბ ბრაგვაძეს მიაჩნია, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა:

ზ.ბ. – „ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ეს არის ქართული სახელმწიფოს მიზანი. ეს არის დროის მოთხოვნილება, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია და ყოველი ასეთი ნაბიჯი გადადგმული ამ გზაზე ეს ცხადია რომ სასიკეთოდ წაადგება ქვეყნის სამომავლო განვითარებას. საქართველო ნელ-ნელა უახლოვდება თავის მარადიულ მიზანს, ევროპა ყოველთვის იყო საქართველოსთივს გამორჩეული ინტერესის სფერო და ბუნებრივია რომ ეხლა გლობალიზაციის პირობებში საქართველოს შეიძლება ითქვას რომ არჩევანი პრაქტიკულად არ გააჩნია თუ არა დაბრუნება ევროპულ სივრცეში. სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში ის დასახული რეფორმები რაც არის, რომელიც აუცილებელია, რომ საქართველოს საბოლოო ინტეგრაცია მოხდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს რეფორმები დაჩქარდეს, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება დროულად მიაღწიოს თავის დასახულ მიზანს და ეს იქნება დაუშვათ არა მარტო მომავალი თაობების არამედ ჩვენი თაობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ ბუნებრივია ევროპა ეს არის უსაფრთხო გარემო, ევროპა ეს არის თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ეკონომიკა და ადამიანის უფლებები, ევროპა ეს არის დემოკრატია და ყველაფერი კარგი რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დემოკრატიასთან.“

XS
SM
MD
LG