ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი გენერალი ავღანეთში ქართველ სამხედროებზე საუბრობს


ამერიკელი გენერალი ავღანეთში ქართველ სამხედროებზე საუბრობს
ამერიკელი გენერალი ავღანეთში ქართველ სამხედროებზე საუბრობს

ავღანეთში კოალიციური ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა რიჩარდ მილსმა, ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა.

ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე საუბრობს.

-" თუ გავითვალისწინებთ უცხოელების მოსაზრებას ქართველი სამხედროები კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ავღანეთში. ეს არ არის გასაკვირი, სხვათაშორის ძველ დროსაც XVII- XVIII საუკუნეებში ავღანეთის საზღვრზე ქართველები ძალიან კარგად ასრულებდნენ თავიანთ სამხედრო მოვალეობას, ოღონდ მაშინ ირანის შაჰის მეშვეობით ხდებოდა ეს. დღეს ცოტა შეცვლილია და როგორც წესი, როდესაც ქართველები მსახურობდნენ უცხოურ სამხედრო შენაერთებში ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ საკუარი სიმამაცით, კეთილსინდისიერებით და ამას ნებისმიერი დროის სახელმწიფო მეთაური და სამხედრო მეთაური აღნიშნავდა. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო დაიღუპა, რაც 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდებარე ოპერაციას შეუერთდა საქართველო. რაოდენობრივად საკმაოდ ბევრნი არიან ქართველები, 960 კაცია თუ არ ვცდები. მთლიანობაში კოალიციაში საკმაოდ მოზრდილი ადგილი უჭირავთ ქართველებს. აქ ერთის მხრივ ნატოს თვალსაზრისით არის საინტერესო ქართველების იქ ყოფნა. ერთი რომ ქართველები გეოგრაფიულად ახლოს არიან ავღანეთთან და შეიძლება იყოს შეხედულება, რომ მათ უფრო უკეთ მოახერხონ ავღანური სიტუაციის აღქმა. მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ქართველი სამხედრო პირების შენახვა გაცილებით უფრო იაფი ჯდება ვიდრე ამერიკელი სამხედროებისა და კიდე სხვებისა და ამავე დროს ისინი გამოირჩევიან მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით. ამაზე უარს არცერთი სამხედრო შენაერთი არ იტყოდა. ქართველების მხრივ იმის გამო რომ ჩვენ ჯერჯერობით ნატოს წევრები არ ვართ, როგორც სჩანს მსგავსი ტიპის ოპერაციებით ჩვენ ვინარჩუნებთ კავშირს ეგრეთწოდებულ ევრო-ატლანტიკურ დასავლეთთან, სივრცესთან. აი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის რა თქმა უნდა აქვს დიდი მნიშვნელობა. ამავე დროს ქართველები გარკვეულ სამხედრო გამოცდილებას იღებენ, თუმცაღა რა თქმა უნდა სამწუხაროდ დანაკლისები არის და ეს ალბათ კიდევ იქნება იმიტომ, რომ ეს ომია და ომში ეს წარმოუდგენელი რამ არის, რომ მარტო სარგებელი ნახო და დანაკარგები არ იყოს. ნატოს ძალების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმაც ამას წინად განაცხადა, რომ ავღანეთში განთავსებულმა ქართულმა ძალებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. ის რომ პიროვნულად საბრძოლო მოქმედებებში კარგად ასრულებენ ქართველები ამ მოვალეობებს, ეს არ არის გასაკვირი ამას საუკუნებიის მანძილზე ქართველები ძალიან კარგად ასრულებენ. პირველი არ არის ამერიკელი გენერალი ვინც ეს თქვა, მანამდე სხვა გენერლებიც ამბობდნენ, სხვა იმპერატორებიც ამბობდნენ და ა.შ. ერთ-ერთი მორიგი წმიდაწყლის სამხედრო თვალსაზრისით, შესაძლებელია მის უკან იყოს წახალისებაც ერთგვარი, რომ ქართველებმა არ გადაიფიქრონ სამომავლოდ პროდასავლური ორიენტაცია და ნატოს ოპერაციებში განაგრძონ თავიანთი წვლილის შეტანა."

XS
SM
MD
LG