ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ოპოზიციამ შესაძლოა დასავლეთის სამხედრო დახმარება ითხოვოს


ლიბიის ოპოზიციამ შესაძლოა დასავლეთის სამხედრო დახმარება ითხოვოს
ლიბიის ოპოზიციამ შესაძლოა დასავლეთის სამხედრო დახმარება ითხოვოს

ქალაქ ბენ გაზიში ლიბიის ოპოზიციის მმართველი საბჭოს წევრები დებატებს ატარებებნ ითხოვონ თუ არა დასავლეთისაგან სამხედრო-საჰაერო დარტყმების განხორციელება მოამარ კადაფის სამხედრო ბაზებზე.

ლიბიის ქალაქ ბენ გაზიში ლიბიის ოპოზიციის მმართველი საბჭოს წევრები დებატობენ- ითხოვონ თუ არა დასავლეთისაგან სამხედრო-საჰაერო დარტყმების განხორციელება მოამარ კადაფის სამხედრო ბაზებზე. ზოგი ოფიციალური განცხადების თანახმად, თუ ეს საჰაერო დარტყმები არ განხორციელდა დაპირისპირება ლიბიაში შეიძლება განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს. გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაზეთის ჟურნალისტთან საუბრისას საბჭოს სამმა წევრმა განაცხადა, რომ ამ თხოვნით დასავლეთს მალე მიმართავენ, რაც არ ესადაგება საბჭოს მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საბჭოს არ სურს ლიბიის კონფლიქტში უცხოელების ჩარევა.

იბიელმა დისიდენტებმა ვაშინგტონში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ითხოვეს მეტი დახმარება ამერიკისა და ნატოს ძალებისაგან, რაშიც მოიაზრება საჰაერო დარტყმები კადაფის სამხედრო ობიექტებზე. სახ-დეპმა დაადასტურა ის ცნობა, რომ ლიბიის ოპოზიცია მიმდინარე კვირას ვშინგტონში შეხვედრებს ატარებენ, თუმც არაფერი იყო ნათქვამი ამ შეხვედრის დეტალებმე. გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა სუზან რაისმა განაცხადა, რომ ნაადრევია ლიბიისადმი ამერიკის სამხედრო დახმარებაზე საუბარი.

XS
SM
MD
LG