ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლიში საზენიტო დანადგარების სროლის ხმა ისმის


ტრიპოლიში საზენიტო დანადგარების სროლის ხმა ისმის

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადების თანახმად კოალიციის ავიაცია ტრიპოლის უტევს.

დასავლეთის ქვეყნები ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ ამ ფაქტს. როგორც ლიბიის მთავრობის რწმუნებულმა განაცხადა დარტყმა მიიტანეს ქვეყნის სამხრეთში ქალაქ სებას აეროპორტზე და ობიექტზე, რომელიც ცნობილი, როგორც 27-ე კილომეტრი. 27-ე კილომეტრზე განლაგებულია ლიბიის სპეც-დანიშნულების ქვედანაყოფის ბაზა, რომელსაც სათავეში უდგას ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ვაჟიშვილი. როგორც ამ სამხედრო კამპანიის მეთაურმა ამერიკელმა გენერალმა კარტერ ჰემმა განაცხადა კოალიცია ფრენებისათვის აკრძალულ ზონას ბენღაზიდან ბრეგამდე, ხოლო მოგვიანებით კი თვით ტრიპოლიმდე განავრცობს. მისივე თქმით მალე კოალიციის თვითმფრინავების პატრულირება მოიცავს ლიბიის მთელს ჩრდილოეთს. როგორც პენტაგონი აცხადებეს ამ რამოდენიმე დღეში კოალიციური ავიაციის დარტყმების რაოდენობა ლიბიის ობიექტებზე შემცირდება.

XS
SM
MD
LG