ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმის ებრაულ უბანში ახალი ბინების აშენებას აპირებენ


იერუსალიმის ებრაულ უბანში ახალი ბინების აშენებას აპირებენ
იერუსალიმის ებრაულ უბანში ახალი ბინების აშენებას აპირებენ

იერუსალიმის მუნიციპალიტეტის დაგეგმვის კომიტეტმა დაამტკიცა იერუსალიმის ებრაელთა უბანში 942 ბინის მშენებლობა.

იერუსალიმში ახალი ბინების მშენებლობის გადაწყვეტილება წინ უსწრებს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის შეხვედრას. დღეს პრეზიდენტები მთელ რიგ საკითხებს მიმოიხილავენ. ჩიხში შესული ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკების გამოცოცხლებისა და ახლოაღმოსავლეთში მღელვარებების საკითხების ჩათვლით. პალესტინელები უარს აცხადებენ მოლაპარაკების გაგრძელებაზე, სანამ ებრაელები იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საცხოვრებლების აგებას განაგრძობენ. აქედან გამომდინარე ახალი გადაწყვეტილება იერუსალიმში ახალი ბინების აგების შესახებ განსაზღვრულ დაძაბულობას შეიტანს ამერიკა-ისრაელის მოლაპარაკებაში.

XS
SM
MD
LG