ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმელმა დიპლომატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა


ბირმელმა დიპლომატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა
ბირმელმა დიპლომატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

ამერიკის ხმასთან საუბარში აშშ-ში ბირმის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კიავ ვინმა განაცხადა, რომ იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს აშშ-ში .

აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან გაგზავნილ წერილში ვინი წერს, რომ მას ბირმაში გასამართლება ემუქრება მისი ძალისხმევისათვის დემოკრატიული რეფორმები გატარდეს ბირმაში. როგორც იგი აღნიშნავს ამ წერილში იგი იმედოვნებდა, რომ ბირმის ხამხედრო ხუნტა შეასუსტებდა მის კონტროლს ქვეყანაში, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი კონსოლიდირებას უხდენენ მათ მმართველობას და ებრძვიან მათ, ვისაც ბირმაში დემოკრატიის დამყარება სურს. იგი კლინტონს მოუწოდებს აშშ-ს პოლიტიკური ნება გამოიყენოს, რათა გამოიძიოს ბირმაში ადამიანის უფლებების დარღვევები და ფინანსური სანქციები დაუდგინონ ბირმის მთავრობას.

XS
SM
MD
LG