ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კიდევ ერთ ტერაქტს ჰქონდა ადგილი


პაკისტანში კიდევ ერთ ტერაქტს ჰქონდა ადგილი

პაკისტანის ჩრდილო დასავლეთში ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობის წინ კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილში მოთავსებული ნაღმი მოიყვანა მოქმედებაში. დაუზუსტებელი მონაცემებით სულ მცირე 11 კაცი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ეს საავადმყოფო შიითების მიერ არის აშენებული. ამ ფონზე ვაზირისტანში ვარაუდით ამერიკული ძალების მიერ გატყორცნილი რაკეტების აფეთქების შედეგად 4 მეამბოხე დაიღუპა. აშშ-ს არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ამ ფაქტზე.

XS
SM
MD
LG