ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ექსპერტები სენატში საქართველოს რეზოლუციის შესახებ


US Senate
US Senate

შეერთებული შტატების სენატში ამერიკელი სენატორების მიერ მომზადებული რეზოლუცია შევიდა. ამის თაობაზე განცხადებები ვაშინგტონში მყოფმა სახელმწიფო მინისტრამ გააკეთა. რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები რეზოლუციაზე? რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ რეზოლუციამ? ამ კითხვებს პოლიტიოლოგი, პროფესორი ბატონი ედიშერ გვენეტაძე პასუხობს.

-"ბუნებრივია ეს რეზოლუცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიღებული აშშ-ს მიერ, მას შემდეგ რაც ასტანაში, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მთელს მსოფლიოს სილა გააწნა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიატოვა ეს ფორუმი და ეს ფორუმი ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. ეს რეზოლუცია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ურყევად დგას თავის პოზიციაზე და უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს, რომ ხდება რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და რომ ამ ტერიტორიებზე ჩატარდა ეთნიკური წმენდა. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორია, იმისა თუ რამდენად მყარი მოკავშირე გვყავს ჩვენ აშშ-ს სახით."

XS
SM
MD
LG