ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ორი ატომური ელექტროსადგური აშენდება


ინდოეთში ორი ატომური ელექტროსადგური აშენდება

ინდოეთში ატომურ ელექტროსადგურებს ფრანგული კომპანია „არევა“ ააშენებს.

ინდოეთმა და საფრანგეთმა მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ხელშეკრულება ინდოეთში ორი ატომურ ელექტროსადგურის აშენებას ისახავს მიზნად. გარიგება რომლის ღირებულებაც 9,5 მილიარდი დოლარია, დღეს დელიში გაფორმდა და მას ხელი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოაწერეს.

ინდოეთში ატომურ ელექტროსადგურებს ფრანგული კომპანია „არევა“ ააშენებს. სულ ინდოეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულმა ბიზნეს შეთანხმებებმა 20 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეთანხმებები მიზნად ისახავს „აერობუსის“ თვითმფრინავების ინდოეთისთვის ლიზინგით გადაცემას და ასევე ინდოეთში ფრანგული ავიაგამანადგურებლის „მირაჟის“ მოდერნიზებას.

ნიკოლა სარკოზი უკვე მესამე დღეა, რაც ინდოეთში იმყოფება. მისი ოთხდღიანი ვიზიტი საფრანგეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოში ინდოეთის მუდმივი წევრის სტატუსით შესვლას.

XS
SM
MD
LG