ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ჩინეთის შეთავაზებას უარყოფს


თეთრი სახლი ჩინეთის შეთავაზებას უარყოფს

აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეიკრებიან

დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების, იაპონიის და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას, ვაშინგტონში შეიკრებიან და ჩრდილოეთ კორეის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავენ.

გუშინ თეთრმა სახლმა უარყო ჩინეთის შეთავაზება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

ვაშინგტონმა ამის სანაცვლოდ პეკინს მოუწოდა განახორციელოს ზეწოლა ფხენიანზე, რათა ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა რობერტ გიბსმა განუცხადა. მისი თქმით, საჭიროა სერიოზული მცდელობის დემონსტრირება, რათა ეს აგრესიული ქმედებები დასრულდეს. გიბსმა ასეთ ქმედებებს მიაკუთვნა გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის კუნძულისკენ განხორციელებული საარტილერიო იერიში, რომლის დროსაც ორი სამხრეთ კორეელი საზღვაო ქვეითი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG