ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის გენშტაბის უფროსი ირანის სანქციებზე საუბრობს


ისრაელის გენშტაბის უფროსი ირანის სანქციებზე საუბრობს

ისრაელის გენშტაბის უფროსმა, გენერალ-კეიტენანტმა გაბი აშკენაზიმ ვაშინგტონში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი კარგად შემოწმდეს ის ეფექტურია თუ არა საერთაშორისო სანქციები ირანის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ირანის მიმართ საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ ისრაელის ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს სამხედრო ძალას მიმართოს ირანის წინააღმდეგ. როგორც ამერიკელ გენერალ მაიკლ მალენთან შეხვედრის შემდეგ აშკენაზიმ განაცხადა ჯერ-ჯერობით სანქციები მოქმედებს, თუმც საკითხია იმაშია რამდენად ეფექტური იქნება ეს საკითხები შორეულ პერსპექტივაში. მალენმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მისი აზრით ირანი ნამდვილად ცდილობს ბირთვული იარაღის შემუშავებას, რაც კატასტროფულია რეგიონისათვის და დესტაბილიზაციას უქმნის რეგიონს.

XS
SM
MD
LG