ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის არჩევნები - საერთაშორისო იმედგაცრუების მიზეზი


ბირმის არჩევნები - საერთაშორისო იმედგაცრუების მიზეზი

ბირმაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გუშინ პირველი არჩევნები გაიმართა.

დასავლეთის და აზიის ქვეყნები იმედგაცრუებას გამოხატავენ ბირმაში ჩატარებული ისტორიული არჩევნების მიმართ, რომლის შედეგადაც პარლამენტში უმრავლესობა ორმა სამთავრობო პარტიამ მოიპოვა.

ავსტრალიაში, სადაც ერთმანეთს შეერთებული შტატების და ავსტრალიის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების ხვდებიან, ორივე მხარემ გამოთქვა სინანული ბირმაში არჩევნების არასამართალიანად ჩატარების შესახებ. ასევე განცხადებები გააკეთეს, იაპონიის, ფილიპინების, ახალი ზელანდიის და ევროკავშირის მთავრობებმა, სადაც ნათქვამია, რომ ბირმამ დემოკრატიის გზაზე გადასვლა ვერ შეძლო.

ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ჩინეთს, თუმცა სამთავრობო გაზეთმა „გლობალ ტაიმსმა“ ბირმაში ჩატარებულ არჩევნებს "წინგადადგმული ნაბიჯი" უწოდა და თანამეგობრობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

ბირმაში ბოლო 20 წლის განმავლობაში, გუშინ პირველი არჩევნები გაიმართა. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მასობრივი დარღვევების შესახებ და ამომრჩევლებზე მასშტაბური ზეწოლის შესახებ საუბრობს.

პარალელურად შეტაკებები მიმდინარეობს ბირმის სამთავრობო ძალებსა და ეთნიკურ კარენებს შორის, რის შედეგადაც ათასობით ბირმელი მეზობელი ტაილანდის საზღვარს მიაწყდა. არსებული მონაცემებით, საზღვარზე ამ დროისთვის 10 ადამიანია დაჭრილი.

XS
SM
MD
LG