ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელისუფლებო პარტია აზერბაიჯანში იმარჯვებს


სახელისუფლებო პარტია აზერბაიჯანში იმარჯვებს
სახელისუფლებო პარტია აზერბაიჯანში იმარჯვებს

ამ დროისათვის დათვლილია ხმების 90 პროცენტი.

აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიის ცნობით, სახელისუფლებო პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ოპოზიცია დარღვევების შესახებ საუბრობს.

ამ დროისათვის დათვლილია ხმების 90 პროცენტი. არსებული შედეგებით, 125 კაციან პარლამენტში მმართველ პარტიას ჯერჯერობით 70 დეპუტატი ჰყავს. რაც შეეხებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათი განცხადებით, ამ არჩევნებმა ვერ აჩვენა პროგრესი დემოკრატიისკენ.

მმართველი პარტია, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დასაყრდენს წარმოადენს, აცხადებს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, არჩევნების შედეგი საარჩევნო უბნების დახურვამდე უკვე ცნობილი იყო. წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ მუსავათმა პარლამენტში ვერცერთი ადგილის მოპოვება ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG