პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში, კერძოდ ნიუ დელიში იმყოფება. პრეზიდენტი ასევე ეწვია ქალაქ მუმბაის და ამერიკა- პაკისტანის დაძაბული უერთიერთობის შესახებ ინდოელ სტუდენტებთან ისაუბრა.
პრეზიდენტს აეროპორტში ინდოეთის პრემიერ მინისტრი მაჰომან სინგი დახვდა. ლიდერებმა პრეზიდენტისთვის მოწყობილ ვახშამზე საჭირბოროტო საკითხებზე და ხელშეკრულებებზე ისაუბრეს. ორმა ქვეყანამ რამდენიმე ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მათ შორის კლიმატის ცვლილებებისა და ტერორიზმის ბრძოლის წინააღმდეგ.
ოაბამამ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მჭიდროდ თანამშრომლობს პაკისტანთან, რათა ძირფესვიანად ამოძირკვოს ქვეყანაში გავრცელებული ექსტრემისტული ისლამი. მან იქვე დასძინა, რომ წარმატებამდე დიდი გზაა.
ინდოეთი პაკსიტანს 2008 წელს მუმბაიში განხორციელებული ტერორისტულ აქტში სდებს ბრალს. თავდასხმამ 160 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.