იმის გამო,რომ ჩინეთში პოლიტიკური გამჭვირვალობა საკმაოდ დაბალ დონეზეა, ანალიტიკოსები ცდილობენ გამოიცნონ, თუ რა საგარეო პოლიტიკას გაატარებს ოფიციალური პეკინი სამომავლოდ.
ეკონომიკურად მძლავრი ჩინეთის გავლენა საერთაშორისო არენაზე, ბოლო დროს ძალზე გაიზარდა. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა განცხადებით, ჩინეთში მაღალი დონის პოლიტიკური მოთამაშეებით დაწყებული, სამხედრო ოფიცრებითა და ბიზნესმენებით დამთავრებული - ყველა ცდილობს ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებებზე საკუთარი ზეგავლენა მოახდინოს.
ლინდა ჯეკობსონი სტოკჰოლმის ინსტიტუტში ჩინეთის დეპარტმანეტის თანამშრომელია .იგი ასევე ავტორი გახლავთ ანგარიშისა, რომელიც ამ ინსტიტუტში მომზადდა და სახელად „ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ახალი მსახიობები“ ჰქვია. ქალბატონი ჯეკობსონის თქმით:
„ჩინეთი უკვე აღარ არის ერთმართველი პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა. მთავრობაზე გავლენის მოხდენას ქვეყნის შიგნით მოქმედი ძლიერი გავლენის მქონე ადამიანები და ჯგუფები ცდილობენ. ამიტომ, როცა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ, ეს მნიშვნელოვანი მომენტები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“
ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ ანგარიშში 71 ინტერვიუ შევიდა. რესპოდენტები ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრები, ჩინეთის გამათავისუფლებელი არმიის ოფიცრები, მკვლევარები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები გახლდნენ. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, სამოცდათერმეტივე გამოკითხულმა ერთხმად აღნიშნა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუსტი პოლიტიკური მოთამაშეა.
ქალბატონი ჯეკობსონის აზრით, ამას მარტივი ახსნა აქვს. სამთავრობო სამსახურები ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ცდილობენ გავლენა არ დაკარგონ და საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების დროს, პირადი ინტერესების გატარებას ცდილობენ:
„ძალზე ხშირად, ნაკლებად გავლენიანი სამინიტროების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კი, შეიძლება ქვეყნისთვის ძალზე გადამწყვეტი აღმოჩნდეს."
ჯეკობსონის თქმით, პეკინის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ძირითადად საერთაშორისო კავშირების მქონე კომპანიები, მედია მაგნატები, მეცნიერები და ინტერნეტ სააგენტოები ცდილობენ.
სწორედ ამ მძლავრი კომპანიების ზეგავლენით ხდება, რომ ჩინეთის მთავრობა ძალზე ხშირად გაუგებარ და რთულ დიპლომატიურ პოლიტიკას ატარებს.
ჯეკობსონის აზრით, ძალზე ხშირად მსგავსი კომპანიები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელებს ადამიანის უფლებების, ენერგეტიკის უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხების კუთხით სხვადასხვა სახის პრეტენზიებს უყენებენ.
ჯეკობსონი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში იზრდება ჩინეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამინისტროსა და ხალხის გამათავისუფლებელი პარტიის გავლენაც:
„ჩვენს მიერ მომზადებულ ანგარიშში ბევრი რესპოდენტი აღნიშნავს, რომ გასულ ზაფხულს ქსინძიანში ჩატარებული ოლიმპიადის დროს, ყველაზე მეტი ფინანსური მოგება და პრესტიჟი უსაფრთხოების სახელმწიფო სამინისტრომ ხვდა წილად. ამით გამოვლინდა,რომ ეს სამინისტრო ყველაზე გავლენიანი შიდა პოლიტიკურ მოთამაშეა.“
ექსპერტ დევიდ ფინკელშტეინის თქმით, ჩინეთის სამხედრო ელიტაც ყველანაირად ცდილობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. ამის მიზეზად კი, სამხედროები ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის აუცილებლობას ასახელებენ.
„ხალხის გამათავისუფლებელი პარტიის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების სფეროებთან. ამიტომაც პარტია კოორდიანციასა და კონსულტაციებს ხშირად ამ სტრუქტურებისგან იღებს. ასე რომ, ჩინეთის ისტორიაში პირველად, ხალხის გამათავისუფლებელი პარტიის საქმიანობის არეალი ძალზე ვრცელი და ფართოა“
ფინკელშტეინის თქმით, ბოლო ათწლეულის მანძილზე ხალხის გამათავისუფლებელი პარტიის საქმიანობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამის ნათელი მაგალითი კი, სტიქიური უბედურებების დროს გაეროს მშვიდობისმყოფელთა და უცხოელ სამხედროთა ჰუმანიტარული დახმარება და თანადგომა გახლდათ.