ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქციები ყურანის დაწვის წინააღმდეგ


ბადახშანის პროვინციაში საპროტესტო დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ავღანეთში გრძელდება საპროტესტო აქციები ამერიკელი პასტორის მიერ ყურანის დაწვის შესახებ გაკეთებული მუქარის გამო. ლოგარის პროვინციის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მაღაზიებსა და პოლიციის საგუშაგოებს.

ბადახშანის პროვინციაში საპროტესტო დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. პარასკევს მთელს ავღანეთში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლის დროსაც სულ ცოტა 8 ადამიანი დაიჭრა. თუმცა შემდეგ ამერიკელმა მოძღვარმა გადათქვა თავისი სიტყვები და ხელი აიღო ყურანის დაწვაზე.

XS
SM
MD
LG