ბასკების სეპარატისტულმა მოძრაობა ბასკური სამშობლო და თავისუფლება იგივე ეტამ დღეს გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც მოძრაობა ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს.
ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ბასკური გაზეთი გარას ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, ასახულია გასამხედროვებული ჯგუფის ნიღბიანი წარმომადგენელი, რომელიც ბასკურ ენაზე აცხადებს, რომ ეტა საბრძოლო ოპერაციას ამთავრებს.
ესპანეთის მთავრობას განცხადებაზე რეაგირება ჯერ არ გაუკეთებია.
2006 წელს ეტამ განაცხადა, რომ მოძრაობა ცეცხლის შეწყვეტას აპირებდა, მაგრამ 9 თვის შემდეგ მადრიდში ტერორისტული აქტი მოაწყო, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.