ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრო-პალესტინელმა აქტივისტებმა უარი თქვეს საბერძნეთის შეთავაზებაზე


პრო-პალესტინელმა აქტივისტებმა უარი თქვეს საბერძნეთის შეთავაზებაზე

პრო-პალესტინული აქციიის ორგანიზატორებმა არ მიიღეს წიანადადება, რომლის თანახმად საბერძნეთის მთავრობა საკუთარი გემებით გადაიტანდა ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორში.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ამჟამად ისინი ცდილობენ გამონახონ რაიმე საშუალებები, რომ გვერდი აუარონ საბერძნეთის მთავრობის განკარგულებას, რომლის თანახმად იკრძალება საბერძნეთის პორტებში გაჩერებული პრო-პალესტინელ აქტივისტთა გემების გასვლა ამ პორტებიდან ღაზის სექტორის მიმართებით. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიუ პაპანდრეუმ საბერძნეთის მთავრობის ინიციატივა პალესტინის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან განიხილა. საბერძნეთის ინიციატივა ისრაელმა მოიწონა.

XS
SM
MD
LG