ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ბიზნეს-სექტორს მრუმე პერსპექტივები ესახება


იაპონიის ბიზნეს-სექტორს მრუმე პერსპექტივები ესახება
იაპონიის ბიზნეს-სექტორს მრუმე პერსპექტივები ესახება

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ გაკეთებული ანალიზის თანახმად მომავალი რამოდენიმე თვის განმავლობაში საკმაოდ არასახარბიელო პერსპექტივები ისახება იაპონიის ბიზნეს-სექტორისათვის.

ელექტროენერგიის უკმარისობისა და ბირთვული კრიზისის გაღრმავების ფონზე, იაპონელი ოფიციალური პირები გაფრთხილებას იძლევიან იმის თაობაზე, რომ არა ერთი თვე დასჭირდება ბირთვული კრიზისის კონტროლის ქვეშ მოქცევას. კომპანია ჯენერალ ელექტრიკი დახმარებას სთავაზობს იაპონიის ელექტროსექტორს. როგორც ამ კომპანიის წარმომადგენელმა ჯეფ იმელტმა აღნიშნა ჯენერალ ელექტრიკი ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიას ტეპკოს დახმარებას გაუწევს ელექტროენერგიის გამომუშავებაში.

-„ჩვენ უკვე გავაგზავნეთ გემებით გაზის ტურბინები, რომლებსაც იაპონიაში გამოვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის. ასე რომ ჩემის აზრით, ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ ტეპკოს სასურველ შედეგს გამოიღებს.“

ელექტროენერგიის მიწოდება საკვანძო მნიშვნელობის მქონე ფაქტორია ცუნამით დაზარალებული იაპონური საწარმოებისათვის. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების კომპანია ივაკი დაიკასტ კომპანია, რომელმაც 11 მარტს შეწყვიტა მუშაობა. როგორც ამ კომპანიის მენეჯერმა ჰიროტო იოკოიამამ განაცხადა იმ შემთხვევაშიც კი თუ მთლიანად აღდგება წარმოება მიყენებული ზარალი შეუქცევადია. მისი თქმით წარმოებამ შეკვეთების 50% უკვე დაკარგა.

-„ამჟამად ჩვენი უდიდესი პრობლემაა ის, რომ ჩვენი კლიენტები შეკვეთებით სხვა საწარმოებს მიმართავენ. უმოკლეს დროში უნდა მოვახერხოთ მათთან კონტაქტის აღდგენა.“

მასიური ფინანსური ზარალი ცხადად შეიგრძნობა იაპონიის ეკონომიკაში. თუმც ზოგი სპეციალისტი შიშობს იმას, რომ ამაზე უფრო რთული პრობლემა რადიაციის გაჟონვაზე რეაქცია იქნება. ტოკიოში ტეპკოს შტაბ-ბინის წინ ბირთვული ენერგიის გამოყენების მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება. აქციაში მონაწილეები მოითხოვენ იაპონიამ საერთოდ თქვას უარი ბირთვულ ენერგიაზე. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ამერიკის ხმას უთხრა, რომ ამჟამად იაპონიას 54 ბირთვული რეაქტორი გააჩნია და საჭიროა ყველა რეაქტორის დახურვა.

XS
SM
MD
LG