ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ცვლილებებს მოიტანს ფინანსური რეფორმა აშშ-ში?


ახალი კანონით,მომავალში საშუალო ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა შედარებით დაცული იქნება.

ოთხშაბათს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა კანონს,რომლის მიხედვითაც ძალაში შევიდა ვოლ სტრიტის რეფორმა და მომხმარებლის დამცავი აქტის კანონმდებლობა .

პრეზიდენტმა ობამამ ამ ღირსენიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ეს რეფორმები ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ბერკეტს ქმნის იმისთვის,რომ მოქალაქეებმა თავი ფინანსურად დაცულად იგრძნონ“

აღსანიშნავია ისიც,რომ გასული საუკუნის 30-იანი წლების დეპრესიის პერიოდიდან, შეერთებული შტატების ისტორიაში ფინანსური კანონებში ცვლილებები პირველად შეიტანეს. ახლად დაწერილი ორიათას გვერდიანი კანონი საშუალო ამერიკელებს იმ იმედით შთააგონებს,რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მომავალში დაცული იქნება.

კონგრესმა ასევე დაამტკიცა გეგმა მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს შემქნასთან დაკავშირებითაც. ამ ბიუროს დაფინანსების ხარჯებს საკუთარ თავზე ფედერალური ბანკი აიღებს. ბიუროში ცენტრალური ბანკი ყოველწლიურად ხუთას მილიონ დოლარს გადარიცხავს.

ამერიკის მომხმარებელთა ფედერაციის დირექტორი თრევის პლანკეტი აცხადებს,რომ ფინასური დაცვის ბიუროს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება,რითაც ძალზე მნიშვნელოვანი საქმე კეთდება:

„ამ ბიუროს საქმიანობის შედეგად ,ამერიკელებს შეეძლებათ განსაზღვრონ ,თუ ვინ არის მათი ფინანსური წარმატების გარანტი ან ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი ფინანსური პრობლემის შემთხვევაში“

მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს დაევალება საბაზრო წესების დამკვიდრება და ადგლობრივი კანონების გაძლიერება .

აღსანიშნავია,რომ ახალ ფინანსურ კანონზე მილიონები უკვე დაიხარჯა. წარმომადგენელთა პალატამ კანონი დეკემბერში დაამტკიცა. გასულ კვირას კი სენატმა საბოლოო კენჭისყრით შესწორება დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჯო ბოინერი კანონს პრაგმატულ შეფასებას აძლევს:

"ამ კანონით ამერიკელებს ბანკებიდან კრედიტის აღება გაუძნელდებათ და ბიზნესმენებს მდგომარეობა დაუმძიმდებათ“

მაგრამ პრეზიდენტი ობამა ფინანსურ პრობლემაში ხსნას ხედავს და აღნიშნავს, რომ ვოლ სტრიტს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის,რომ ფინასური ინსტიტუტები უპასუხისმგებლო რისკებისგან დაეცვა.ახალი კანონი უკრძალავს ბანკებს კონკრეტულ სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობა მიიღოს და მთავრობას დამატებითი უფლებები მიანიჭოს.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით:

„ამ კანონის ამუშავებით, საშუალო ამერიკელებს ვოლ სტრიტის მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისგება აღარ მოუწევთ”

მარეგულირებელმა სააგენტოებმა ბანკებისთვის ასობით ახალი კანონი და წესი შექმნეს. კონგრესში რეფორმის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ ,რომ ზოგიერთ ახალ კანონში ცვლილებები მაინც შევა , თუმცა ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება და ამოცანების დასახვა მაინც ნაადრევია.

XS
SM
MD
LG