ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეტერანების საქმეების ადმინისტრაცია პროცედურებს ცვლის


ვეტერანების ადმინისტრაციას ბიუჯეტი გაეზრდება ომგამოვლილი ჯარისკაცებისთვის ფულადი და სამედიცინო დახმარების გასაზრდელად.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელი ვეტერანებისთვის პოსტ-დრამატული სინდრომის მკურნალობას აადვილებს. ეს ვეტერანებში ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც წლების მანძილზე ამერიკულ საზოგადოებაში ტაბუ-დადებული თემა იყო.

დღეს გავრცელებულ ინტერნეტ მიმართვაში, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის ვეტერანების საქმეების ადმინისტრაცია პროცედურებს შეცვლის იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა სამედიცინო დახმარება მიიღონ სტრესით გამოწვეული მდგომარეობის სამკურნალოდ. ამიერიდან, მათ აღარ მოეთხოვებათ კონკრეტული სამხილების წარდგენა იმისთვის, რომ დიაგნოზი დაუდასტურდეთ.

იმავე განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვეტერანების ადმინისტრაციას ბიუჯეტი გაეზრდება ომგამოვლილი ჯარისკაცებისთვის ფულადი და სამედიცინო დახმარების გასაზრდელად, რათა შემცირდეს ყოფილი ჯარისკაცების რიგებში უსახლკარობა და სიღატაკე.

პოსტ დრამატული სინდრომის ადამიანის გონებრივ და სულიერ მდგომარეობაზე მოქმედებს. ჯარისკაცებს ის ტრაგიკული ან სიცოცხლისთვის სახიფათო მოვლებების შემდეგ უჩნდებათ.

XS
SM
MD
LG