ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განაჩენი პოლიციის ყოფილი უფროსისთვის


მას ბრალად ედებოდა კორუფციული საქმიანობა და ნარკოტიკების გამსაღებლისგან ქრთამების მიღება.

სამხრეთ აფრიკის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პოლიციის ყოფილ უფროსს ჯეკი სელების. მას ბრალად ედებოდა კორუფციული საქმიანობა და ნარკოტიკების გამსაღებლისგან ქრთამების მიღება.

აღსანიშნავია, რომ სელები სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინტერპოლის პრეზიდენტი იყო. განაჩენი მას იოჰანესბურგში დღეს გამოუტანეს. ხოლო ივლისის ბოლოს მას სასჯელს მიუსჯიან.

სასამართლო პროცესის დროს მთავარი მოწმე ნაკოტიკებით მოვაჭრე გლენ აგლიოტი იყო. აგლიოტის ჩვენებების მიხედვით, ოპერატიული ინფორმაციის სანაცვლოდ იგი სელების ფულსა და ძვირფას ნივთებს აწვდიდა.

XS
SM
MD
LG