მექსიკის პოლიციის განცხადებით, დაპატიმრებულია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კარტელის სინალოას ლიდერი.
მექსიკის შტატი ბაჰა კალიფორნიის ოფიცალური პირების ცნობით, მანუელ გარიბეი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალექსიკოში დააკავეს.
პოლიციის განცხადებით, სინალოას კარტელისთვის გარიბეი საკონტაქტო პირი იყო კოლუმბიელი კოკაინის გამყიდველებთან.
გასულ წელს, ამერიკულ ფინანსურ ჟურნალ ფორბში სინალოას ყოფილი ლიდერი ჟაკუინ გუზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი ქონება ერთ მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მექსიკის მთავრობამ გუზმანის ამ სიაში ჩართვის გამო ჟურნალი მკაცრად გააკრიტიკა.