ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის შეჩერების ძალისხმევა ყოვნდება


ამერიკელ სინოპტიკოსთა აზრით მექსიკის ყურეში ძალას იკრეფს ძლიერი ტროპიკული შტორმი, რამაც შეიძლება ორი კვირით დააყოვნოს ნავთობის გაჟონვის შეკავების პროცესი. ამის თაობაზე განცხადება ააკეთა აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსახურის მეთაურმა ადმირალმა თედ ალენმა. ჯერ-ჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი ექნება ამას თუ არა ადგილი, თუმც ამ ორი დღის განმავლობაში მოელიან, რომ ეს შტორმი თავს დაატყდება მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულს. ალენის განცხადების თანახმადთუ ნავთობის გაჟონვის ძალისხმევა უამინდობის გამო შეჩერებული იქნება მთელი ამ ხნის განმავლობაში ნავთობი დიდი რაოდენობით ჩაიღვრება მექსიკის ყურის წყლებში.

XS
SM
MD
LG