ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში ათასობით ფრენა გადაიდო


ისლანდიის ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპოს საჰაერო მიმოსვლას

ავიაციის უსაფრთხოების სააგანტოს განცხადებით, ლონდონის გატვიკისა და ჰითროუს აეროპორტებიდან გარკვეული ფრენების განხორციელება აღდგა. ისლანდიის ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპოს საჰაერო მიმოსვლას.

ბრიტანეთის საჰაერო ტრანსპორტის ეროვნული სამსახურის განცხადებით, დღეს ფრენების შეზღუდული რაოდენობა განხორციელდება ლონდონის აეროპორტებიდან, რადგანაც ქალაქი ძალიან ახლოსაა არა-საფრენ ზონასთან.

ვულკანური ფერფლი ნიდერლანდებიდან დანიშნულ ფრენებსაც უშლის ხელს. ამსტერდამის შიპჰოლისა და როტერდამის აეროპორტები დღეს დილიდან დაკეტილია.

ევროკონტროლის წარმომადგენლების განცხადებით, ვულკანური ფერფლის გამო დღეს ათასობით ფრენა გადაიდო და გაუქმდა მთელს ევროპაში.

XS
SM
MD
LG