ირანის ორი სამხედრო გემი ფრეგატი და დამხმარე ხომალდი სირიისაკენ მიცურავს სამხედრო წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ფაქტი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის სამხედრო ხომალდები სუეცის არზე გადაადგილდება.
ეგვიპტეს სამხედრო მმართველობამ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირანის გემებისთვის არხის გავლის ნებართვა მიეცათ.ისრაელი ამ ფაქტს პროვოკაციად მიიჩნევს.