ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადების თანახმად ერთ-ერთ სოფელში, რომელიც ფუკუშიმას სადგურის საევაკუაციო ზონის მიღმა მდებარეობს რადიაციის ორჯერ გაზრდილი დონე დაფიქსირდა. როგორც ამ სააგენტოს ბირთვული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა დენის ფლორიმ განაცხადა შემოწმებებით დადასტურდა ის, რომ ამ სოფელში, რომელიც ფუკუშიმადან 40 კმ-ს მოშორებით მდებარეობს რადიაციის საშიში დონე დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ იაპონიის მთავრობამ საევაკუაციო ზონად ფუკუშიმადან 20კმ რადიუსის ტერიტორია გამოაცხადა.
ფუკუშიმას სადგურის საევაკუაციო ზონის მიღმა რადიაციის ორჯერ გაზრდილი დონე დაფიქსირდა.
პოპულარული
1