ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელ ბაქმანი კენჭისყრაში გამარჯვებულია


მიშელ ბაქმანი კენჭისყრაში გამარჯვებულია
მიშელ ბაქმანი კენჭისყრაში გამარჯვებულია

ეკონომიკა 2012 წლის არჩევნების მთავარი თემა იქნება

აიოვას შტატში ჩატარებულმა, არაოფიციალური, გამოკითხვის საცდელმა შედეგებმა, მინესოტას შტატის კონგრსმენი ქალბატონის - მიშელ ბაქმანის გამარჯვება გამოავლინა. შედეგებმა მხარდამჭერთა მობილიზიბაში კანდიდატის შესაძლებლობა გამოამჟღავნა.

რესპუბლიკელების მიერ ორგანიზებულმა საპრეზიდენტო დებატებმა და გამოკითხვამ, მცირე ზომის ცენტრალური შტატი აიოვა, რეალური არჩევნების მოახლოებამდე, ერთი წლით ადრე პოლიტიკურ ეპიცენტრად გადააქცია. აღნიშნულ პროცესში, ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა კვლავ აქტუალური იყო.

თითოეული კანდიდატი თავისებურად ცდილობდა ამომრჩევლის გულის მოგებას და მათ დარწმუნებას საუკეთესო პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ. თუმცა, აიოვას შტატის ხაზინადარი - მაიკლ ფიდჯერალდი, დემოკრატიული პარტიიდან ამბობს რომ ეკონომიკას, აოვაში, დახმარება არ სჭირდება.

“დაბალანსებული ბიუჯეტი, მილიონი დოლარის ნამატი, აიოვას შტატის კრედიტუნარიონობის დადებითი მაჩვენებლი და ექვს პროცენტიანი უმუშევრობა, შტატის წარმატებული ეკონომიკის განმსაზღვრელია. ამასთანავე, ფერმერების კარგი მუშაობა, შტატის საუკეთესო მმართველობა და პრეზიდენტ ობამას პოლიტიკაც აიოვას ქმედითუნარიანობას ზრდის,-“ აცხადებს მაიკლ ფიდჯერალდი.

ეკონომიკა და დასაქმების პრობლემა, როგორც ჩანს ძირითადი თემა იქნება 2012 წლის საარჩევნო პრაიმერის დროს.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა - ნიუტ გინგრიჩმა, რომელმაც მერვე ადგილი მოიპოვა კენჭისყრის დროს, აღნიშნა რომ აიოვა ყოველთვის საარჩევნო კამპანიის სამიზნე იყო:

“ჩვენი მიზანია მომდევნო იანვრის არევნები და მოხარული ვარ რომ წინ წავიწიეთ ამ მხრივ. ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყვავს, რომელიც გვეხმარება, რაც საგრძნობლად გაფართოვდება სექტემბერში,-” განაცხადა, ყოფილმა სპიკერმა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ტეხასის გუბრენატორმა რიკ პერიმ უკვე თავის თავი პრეზიდენტობის კანდიდატ დაასახელა.

საპრეზიდენტო კანდიდატთა გარკვეული ნაწილი კი, რომელმაც, კენჭისყრაში წარუმატებლობა განიცადა იმედს მაინც არ კარგავს და კონკურენციის გაწევას იქამდე აპირებს სანამ ამომრჩევლებს ხმის მიცემის ახალი შესაძლებლობა მიეცემათ.

XS
SM
MD
LG