ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოში სირიელ აქტივისტთა შეკრება ჩატარდა


დამასკოში სირიელ აქტივისტთა შეკრება ჩატარდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში 150-ზე მეტი ინტელექტუალი აქტივისტი და ოპოზიციის წარმომადგენელი შეიკრიბა.

შეკრებისას განიხილეს ქვეყანაში არეულობის დასრულებისა და დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის მშვიდობიანი გზები და საშუალებები. შეკრების ბოლოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის შექმნას, სადაც საზოგადოების ყველა წევრისათვის გარანტირებულია თავისუფლება და ადამიანის უფლებები. იქვე ქვეყნის მთავორობას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს ძალის გამოყენება, გაიყვანოს უშიშროების ძალები ქალაქებიდან, გაათავისუფლოს ათასობით პოლიტიკური პატიმარი და დაუშვას შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვის უფლება.

XS
SM
MD
LG