ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის ევრო-კავშირში გაწევრიანება სულ უფრო რეალური ხდება


სერბეთის ევრო-კავშირში გაწევრიანება სულ უფრო რეალური ხდება

ევროპარლამენტმა რატიფიცირება მოუხდინა შეთანხმებას სერბეთთან, რითაც სერბეთის ევრო-კავშირში გაწევრიანების საქმეში არსებული კიდევ ერთი წინაღობვა იქნა დაძლეული. სტაბილიზაციისა და ასოციაციის შეთანხმება პრაქტიკულად პირველი ნაბიჯია სერბეთის ევრო-კავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ხელშეკრულებას 2008 წელს მოეწერა ხელი. პარლამენტის წევრთა უმეტესობამ იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთაც ჯერ არ მოუხდენიათ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოუწოდა უმოკლეს დროში გადადგან ეს ნაბიჯი. სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. როგორც სერბეთის პრემიერ-მინისტრის მოადგლემ განაცხადა ოფიციალურ ბელგრადს იმედი აქვს, რომ ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების ირგვლივ მოლაპარაკებას 2012 წელს დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG