ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი რუსეთს სირიის პროცესებში ჩართვას თხოვს


არაბული ქვეყნის ლიდერებმა მოუწოდეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სირიაში მყოფი 300 დამკვირვებელი მშვიდობისმყოფელებით ჩაანაცვლოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სირიის თემაზე ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტმანეტის განცხადებით, დისკუსიაში კლინტონის მთავარი გზავნილი სირიის მთავრობის გადადგომის სტრატეგია იყო. სახელმწიფო მდივანმა სურვილი გამოთქვა რუსეთის მთავრობასთან ერთად, სირიის მოსახლეობას დახმარების ხელი გაუწოდოს:

"ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ნებისმიერ ადგილზე ვიმსჯელოთ: მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ნიუ იორკში, ყველგან -სადაც ეს საჭირო გახდება."

არაბული ქვეყნის ლიდერებმა მოუწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში მყოფი 300 დამკვირვებელი მშვიდობისმყოფელებით ჩაანაცვლოს.

XS
SM
MD
LG