ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გემის ჩაძირვის საქმე მედვედევმა კონტროლზე აიყვანა


გემის ჩაძირვის საქმე მედვედევმა კონტროლზე აიყვანა

ტრაგედიის შედეგად 125 ადამიანია დაღუპული

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბრძანება გასცა ქვეყნის ტრანსპორტის სამსხურის დეტალურ შემოწმებაზე, მას შემდეგ რაც ტურისტული გემი კვირას მდინარე ვოლგაში ჩაიძირა და შედეგად 125 ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტმა მედვედევმა რუს კანონმდებლებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აღნიშნული კატასტროფა უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია და სწორედ ამიტომ, საჭიროა რომ ქვეყნის სატრანსპორტო რეგულაცია მკაცრად ითვალისწინებდეს უსაფრთხოების ზომების დაცვას.

ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა, ასევე აღნიშნა რომ გამოძიება არკვევს, თუ რატომ აურა გვერდი კატერმა და საწვავის ავზმა ჩასაძირად განწირულ გემს და რატომ არ მოხდა მგზავრების დახმარება. მან იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია იმ სხვა ორი გემის კაპიტნების ვინაობა და ყველაფერს გააკეთებენ დამნაშავის დასასჯელად.

XS
SM
MD
LG