ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჟიოტაჟი სტრაუს კანის სკანდალის ირგვლივ არ ცხრება


აჟიოტაჟი სტრაუს კანის სკანდალის ირგვლივ არ ცხრება
აჟიოტაჟი სტრაუს კანის სკანდალის ირგვლივ არ ცხრება

სოციალისტური პარტიის პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი პოზიტიურადაა განწყობილი კანის პოლიტიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც ექსპერტები ასვე რიგითი ფრანგები, დომინიკ სტრაუს კანის პოლიტიკურ კარიერას დასრულებულად მიიჩნევდნენ. ერთ დროს, ბევრი მათგანი სოციალისტ სტრაუს კანს პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებდა საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნიუ-ორკის ერთ-ერთი სასტუმროს მოსამსახურემ, მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

შედეგად, სტრაუს კანსს შინა პატიმრობა მიესაჯა. იგი იძულებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობიდანაც გადამდგარიყო.

ცოტა ხნის წინ ეჭვები გაჩნდა მბრალდებელის სანდოობის შესახებ. ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, ფრანგების აზრთა სხვადასხვაობა აჩვენა სტრაუს კანის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობისადმი დამოკიდებულების შესახებ. ფრანგები სოციოლოგიური კვლევაში პასუხობდნენ კითხვებს, თუ როგორ შეაფასებენ ისინი სტრაუს-კანის კანდიდატურას იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ გამართლდა.

19 წლის დავიდ მურჯანი სტრაუს-კანის პოლიტიკაში დაბრუნების მომხრეა:

„ის უნდა დაბრუნდეს საფრანგეთში. იგი გმირად იქნება აღიარებული, როგორც ინტრიგების მსხვერპლი. ვფიქრობ ის ერთადერთია, რომელსაც შანსი აქვს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი იყოს, მიუხედავად ბოლოდროინდელი მოვლენებისა, “ - ამბობს ახალგაზრდა დავიდ მოურჯანი.

სოციალისტური პარტიის პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილიც პოზიტიურადაა განწყობილი მის პოლიტიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. თუმცა სტრაუს კანის შემთხვევამ და მისმა მექალთანის რეპუტაციამ, ფრანგულ პოლიტიკაში მწავავე დებატები გამოიწვია

პარიზის ფონდის პოლიტიკური მეცნიერების მკველავრი ნიკოლ ბაქარანი ამბობს, რომ მაშინ, როცა მამაკაცების რიცხვი სტრაუს კანის პოლიტიკაში დაბრუნების მომხრეა, ქალების უმრავლესობა შეშფოთებულია მისი საქციელის შესაძლო მივიწყების გამო.

„თუ დომინიკ სტრაუს კანს არ დაუმტკიცდა ამ ქალის გააუპატიურება, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია იგრძნოს თავი. თუმცა, ამ სრულ ქაოსს გარკვეული დისონანსი შეაქვს ქალების უსაფრთხო ცხოვრებაში იმ მხრივ რომ, ისინი თავს მშვიდად ვეღარ იგრძნობენ და მუდამ განცდა ექნებათ, რომ მათ ვიღაცა, სადღაც გააუპატიურებს. ეს არც თუ სახარბიელოა,“ - განაცხადა პოლიტიკური მეცნიერების მკველავრმა ნიკოლ ბაქარანმა.

სტრაუს კანის ირგვლივ დაწყებულ სკანდალს, როგორც ჩანს დასასრული არ უჩანს. მორიგი მოსარჩელე ახალგაზრდა მწერალი ქალი იქნება, რომელიც სტრაუსს -კანს სექსუალური ძალადობის გამო ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG