ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ძალებმა ავღანეთში ჰაკანის კლანის ლიდერი გაანადგურეს


ნატო ძალებმა ავღანეთში ჰაკანის კლანის ლიდერი გაანადგურეს

თავდამსხმელებმა შეძლეს 11 ავღანელი პოლიციის ოფიცრის, სასტუმროს თანამშრომლების და ერთი ესპანელი სტუმრის მოკვლა.

ნატოს განცხადებით, ავღანეთში ჰაკანის კლანის ლიდერი გაანადგურეს, რომელიც ქაბულის სასტუმროზე თავდასხმაში ეხმარებოდა ტერორისტებს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადების თანახმად, ჰაკანის მეომრები პაკისტანის საზღვრის მახლობლად, პაკტიას პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად გაანადგურეს.

ქაბულის ინტერკონტინეტალის სასტუმროში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა თალიბანის ცხრა მეომარსა და ნატოს და ავღანეთის არმიის მებრძოლებს შორის.

ცხრავე თავდამსხმელი განადგურებულია. თავის მხრივ მათ შეძლეს 11 ავღანელი პოლიციის ოფიცრის, სასტუმროს თანამშრომლების და ერთი ესპანელი სტუმრის მოკვლა.

ნატომ ჰაკანის დაჯგუფება დაადანაშაულა ამ თავდასხმაში მიუხედავად იმისა, რომ პასუხიმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

ამასობაში ნატოს კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად ავღანეთის სამხრეთში.

XS
SM
MD
LG