ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ინდიგნადოს“ - გაბრაზებული ევროპელების პროტესტი


„ინდიგნადოს“ - გაბრაზებული ევროპელების პროტესტი

ეკონომიკური პრობლემები მასობრივი დემონსტრაციების საბაბი ხდება

გუშინ საბერძნეთის დედაქალაქში საპროტესტი დემონსტრაცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. პირველი საყოველთაო 48 საათიანი გაფიცვა პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. საბერძნეთიდან დაბრუნებული „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი ათენში მიმდინარე მოვლენებს დეტალურად აღწერს. პროტესტის მთავარი ეპიცენტრი პარლამენტის შენობა იყო, რომლის გარშემო შეკრებილი დემონსტრანები საკუთარ არჩეულ დეპუტატებს უცხადებდნენ, რომ ყელში ამოუვიდათ მათი მოქმედებები. ბერძენი დემონსტრანტები უკვე თვეზე მეტია, რაც ხელისუფლების მოქმედებებს აპროტესტებენ. ფულა ფარმაკიდი ერთერთი მათგანია.

„მე აქ ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს. ჩვენ ამ პირობებში არ გვაქვს არანაირი მომავალი და ამიტომ იძულებულნი ვართ, ვიმოქმედოთ ჩვენი მომავლისთვის,“ - ამბობს ფარმაკიდი.

ბერძენი მოქალაქეები გადასახადების გაზრდას და საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებას აპროტესტებენ. ბოლო წლებში საბერძნეთის კეთილდღეობა მკეთრად დაეცა და უმუშევრობის დონემაც საგრძნობლად მოიმატა. ამიტომაც ათენში დემონსტრაციები არ ცხრება.

ისინი აქ ღამეებს ათენებენ, აქვე იკვებებიან, აქვე ძინავთ და მათი ძირითადი სასაუბრო თემა პოლიტიკა და ეკონომიკაა. ბერძნების პროტესტი ძირითადად მშვიდობიანია. თუმცა, ზოგჯერ ერთი შეხედვით დემონსტრანტებით სავსე ქუჩები უფრო ბრძოლის ველს წააგავს. გუშინ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რადგან მათი უმეტესობა პოლიციის მიმართულებით ქვებს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა.

უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერში მთავარი როლი პროფკავშირებს ეკუთვნით. სწორედ ისინი აწყობენ გაფიცვებს და საპროტესტო მარშებს მთავრობის გეგმების წინააღმდეგ. ეს გეგმები კი იმ ქონების გაყიდვასაც მოიცავს, რომელიც ხალხს ეკუთვნის. გასაყიდი ქონების სიაში უკვე შეიტანეს გზები, წყალმომარაგების კომპანიები, ბანკები. ესტორას კავადიასი საბერძნეთის შემნახველი ბანკის ვიცე-პრეზიდენტია. მისი ბანკიც გასაყიდი ობიექტების ნუსხაშია. მისი თქმით, უბრალო მოსამსახურეებმა მთავრობის ვალების გამო პასუხი არ უნდა აგონ.

„ეს კარგი დრის ტარებას გავს. ზოგი მიდის წვეულებაზე და დროს კარგად ატარებს. ხოლო შემდეგ კი ისინი მე მიგზავნიან ანგარიშს. მე კიდევ ამ წვეულებაზე არ ვყოფილვარ“ - ამბობს კავადიასი.

საბერძნეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანა არ არის, სადაც საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა აგორდა. ივნისში მადრიდსა და ესპანეთის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების სერია მოეწყო. ესპანელი დემონსტრანტები საკუთარ თავს „ინდიგნადოს“ უწოდებენ, რაც განრისხებულს, გაბრაზებულს ნიშნავს.

„ინდიგნადოს“ - გაბრაზებული ევროპელების პროტესტი
„ინდიგნადოს“ - გაბრაზებული ევროპელების პროტესტი

ესპანელებს და ბერძნებს არც ფრანგები ჩამორჩნენ. ბასტილიის დღე პარიზში მასობრივი პროტესტით აღინიშნა. იან ბეგი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროპაში დაწყებული ძლიერი პროტესტი ეკონომიკური პრობლემების შედეგია. ჯერჯერობით გაურკეველია, თუ რით დასრულდება გაბრაზებული ევროპელების პროტესტი.თუმცა, როგორც ჩანს ისინი უკან დახევას არ აპირებენ.

XS
SM
MD
LG