ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებას 60 ადამიანი შეეწირა


ავღანეთში აფეთქებას 60 ადამიანი შეეწირა

ავღანეთის აღმოსავლეთში, ლოგარის პროვინციაში, ქაბულიდან 40 კილომეტრის დაშორებით კამიკაძის მიერ საავადმყოფოსთან მოწყობილი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა.

თალიბებმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ ამ ტერაქტთან არავითარი კავშირი არა აქვთ. თალიბების მტკიცებით, მათი ოპერაციები მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ არის მიმართული.

ამასობაში ნატოს კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში პარტიზანებთან შეტაკების შედეგად. მანამდე ავღანეთის ჩრდილოეთში ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ერთი ოფიცერი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG