ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლულია ალ-ყაიდას ერთერთი ლიდერი


მოკლულია ალ-ყაიდას ერთერთი ლიდერი
მოკლულია ალ-ყაიდას ერთერთი ლიდერი

ქაშმირის ადგილსამყოფელის გამხელისთვის - 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებული.

პაკისტანში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის შეტევის შედეგად ტერორისტთა კიდევ ერთი ხელმძღვანელი დაიღუპა.

პაკისტანის სპეცსამსახურებმა დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სამხრეთ ვაზირისტანში 8 თანამებრძოლთან ერთად მოკლულია ალ-ყაიდას ერთერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი.

ქაშმირი საკუთარ დაჯგუფებას „ჰარკატულ ჯიჰად ალ-ისლამს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც ალ-ყაიდასთან მჭიდრო კავშირში იყო. შეერთებული შტატები მას რამდენიმე მსხვილი ტერაქტის ორგანიზატორად თვლიდა. მათ შორის იყო 2006 წელს ყარაჩიში ამერიკის საელჩოს აფეთქება, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

შეერთებულ შტატებს ქაშმირი სპეციალური დანიშნულების გლობალური ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ადგილსამყოფელის გამხელისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოც ჰქონდა დაწესებული.

XS
SM
MD
LG