გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ესპანელი ფერმერების დახმარებისთვის მოეწოდებინა, რომლებმაც 287 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს გერმანელი ოფიციალური პირების უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, რომლებიც ეკოლის სასიკვდილო ბაქტერიის ინფექციას ესპანურ ბოსტნეულს აბრალებდნენ, თუმცა როგორც გაირკვა ეს ტყუილი ყოფილა.
ამ ინფექციის წარმომავლობა ჯერჯერობით ვერავინ გაარკვია, მიუხედავად იმისა რომ უკვე 18 ადამიანი დაიღუპა და 1700 მოიწამლა. რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ევროკავშირიდან ბოსტნეულის ექსპორტი, რადგან ეს ინფექცია ევროპის 12 ქვეყანაში გავრცელდა. ამ გარემოებამ ევროკავშირის პროტესტი გამოიწვია. თუ გავითვალიწინებთ იმ გარემოებას, რომ შარშან რუსეთმა ევროპიდან 853 მილიონი დოლარის ბოსტნეული შეიძინა გასაგები გახდება ევროპელთა შეშფოთების მიზეზი.