ლიბიის ოპოზიციის ლიდერები დამატებით დახმარებას საფრანგეთის ხელისუფლებისგან ელიან, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა არ აღიარა ლიბიის ოპოზიციის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლეგიტიმურობა.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიის ოპოზიციის ლიდერს მაჰმუდ ჯაბრილს პარიზში შეხვდება.
ამერიკაში ლიბიელი მეამბოხეების წარმომადგენლები ეროვნული უშიშროების მრჩეველს ტომ დონილონს შეხვდნენ. ამის შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დადებითად მოიხსენებდა ლიბიის ოპოზიციის საბჭოს, თუმცა ამ ორგანიზაციის სრული დიპლომატიური აღიარებისგან ამერიკელებმა თავი შეიკავეს.
ამსობაში გრძელდება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის დაბომბვა ნატოს ავიაციის მიერ. პარასკევს მუამარ კადაფიმ განაცხადა, რომ უსფართხო ადგილას იმყოფება და ნატოს ბომბები მას ვერაფერს დააკლებს.
კადაფის ეს განცხადება იტალიის მთავრობის წარმომდგენლების კომენტარებს მოჰყვა, რომლებიც კადაფის დაჭრის შესახებ იტყობინებოდნენ.
ლიბიის მთავრობა ამტკიცებს რომ ნატოს ავიაციის დაბომბვის შედეგად ქალაქ ბრეგაში 11 იმამი დაიღუპა.