ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და გლობალიზაცია : ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკა


საქართველო და გლობალიზაცია : ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკა
საქართველო და გლობალიზაცია : ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკა

ამ სახელწოდებით 2 - 3 აპრილს ბაზალეთში, თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” წევრებმა ჩაატარეს 2-დღიანი კონფერენცია, სადაც მომხსენებლები იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია.

გლობალური ეკონომიკა და საქართველო- ამ თემაზე მოხსენება გააკეთა თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში იმსჯელეს საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში , კოალიციის ”ევროპული საქართველოსთვის” საბჭოს წევრის მიხეილ თავხელიძის აზრით საქართველოსთვის როგორც ევროპული ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია თანაბრად მნიშვნელოვანია: ” არ შეიძლება იყოს მხოლოდ ევროპული ინტეგრაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე, ეს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის ორი ნაწილია. შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს საქართველოს, სანამ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში ამის შანს ვერ ვხედავ. 2-3 წელზე მეტი რომ დასჭირდება ამ პროცესს ფაქტია, ჯერჯერობით ასეა, მაგრამ მე ვხედავ ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ეს პროცესი არამც თუ არ გაჩერდეს, არამედ დაჩქარდეს”.

კოალიცია ევროპული საქართველოსთვის დამფუძნებელი, საბჭოს წევრი ლევან ჩოლოყაშვილი თვლის, რომ ევროპისგან საქართველომ უნდა გადაიღოს რაც მართლაც ღირებულია : ” ასეთი შეხვედრებით საშუალება გვეძლევა შევაჯეროთ ჩვენი აზრები, რომ არ იყოს მოწყვეტილობა ხელისუფლების მარალჩინოსნებსა და სამოქალაქო სექტორს შორის და ეს ზალიან მნიშვნელოვანია”

XS
SM
MD
LG