ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ ლიბიის სამხედრო ოპერაციის სარდლობა გადაიბარა


ნატომ ლიბიის სამხედრო ოპერაციის სარდლობა გადაიბარა
ნატომ ლიბიის სამხედრო ოპერაციის სარდლობა გადაიბარა

მეამბოხეთა პოზიცია გაამყარა ლიბიის საგარეო საქმეთა მინსიტრის მუსა კუსას გაქცევამ ლონდონში.

ნატომ მთლიანად გადაიბარა ლიბიის სამხედრო ოპერაციის სარდლობა. კანადელი გენერლის ჩარლზ ბუჩარდის განცხადებით, ოპერაციაში ასზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და სამხედრო ხომალდი იღებს მონაწილეობას.

ამასობაში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციასთან ერთად პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მუამარ კადაფის ხელისულფებიდან წასვლას აიძულებს.

ოპერაციის სარდლობის შეცვლა მეამბოხეთა ძალების გადაჯგუფებას დაემთხვა, მას შემდეგ რაც მათ კადაფის ერთგულ ნაწილებთან შეჯახების დროს უკან დახევა მოუწიათ.

თუმცა მეამბოხეთა პოზიცია გაამყარა ლიბიის საგარეო საქმეთა მინსიტრის მუსა კუსას გაქცევამ ლონდონში.

XS
SM
MD
LG