ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ერთი სქესის წყვილთა ქორწინებას მხარს უჭერენ


აშშ-ში ერთი სქესის წყვილთა ქორწინებას მხარს უჭერენ

შეერთებულ შტატებში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობა მომხრეა ერთი სქესის წყვილთა ქორწინების.

პარასკევს გამოქვეყნებული შედეგი ცხადყოფს, რომ გამოკითხულთა 53 პროცენტი ერთი სქესის წყვილთა ქორწინების დაკანონებას უჭერს მხარს.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" თანახმად 2003 წელს ჩატარებული მსგავსი სახის გამოკითხვისას გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მესამედი იყო ერთი სქესის წყვილთა ქორწინების მომხრე.

კონექტიკუტის, აიოვას, მასაჩუსეტის, ნიუ ჰემპშირის, ვერმონტის შტატებმა და დედაქალაქმა ვაშინგტონმა მიიღო კანონი ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ.

მიმდინარე წლის დასაწყისში ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავენ ფედეარლურ კანონს, რომლის საფუძველზე ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არის ლეგალური.

XS
SM
MD
LG