ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში ლიბიისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ


გაეროში ლიბიისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ

თურქეთის პრემიერ-მინსიტრი ერდოღანი ეწინააღმდეგება ლიბიისთვის სანქციების დაწესებას.

გაეროს უშიშროების საბჭო მეორე დღეა ლიბიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზანშეწონილობას განიხილავს.

სანქციებში მუამარ კადაფის რეჟიმისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესება, ამ ქვეყანაში ტურისტების ჩასვლის აკრძალვა და უცხოურ ბანკებში ლიბიის ანგარიშების გაყინვა იგულისხმება.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი უშიშროების საბჭოს წევრებს ლიბიის მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ლიბიაში მიმდინარე მოვლენები ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს ემუქრება და შეერთებული შტატები ცალმხრივ სანქციებს შემოიღებს კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინსიტრი ერდოგანი ეწინააღმდეგება ლიბიისთვის სანქციების დაწესება, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კადაფის რეჟიმზე უფრო მეტად ლიბიელ ხალხს დააზარალებს.

XS
SM
MD
LG