ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს სტაინბერგი და ფილიპ გორდონი საქართველოს ეწვივნენ


ჯეიმს სტაინბერგი და ფილიპ გორდონი საქართველოს ეწვივნენ

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

დღეს საქართვდელოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ეწვივნენ. ისინი აშშ-ს საელჩოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასასრულს ჯეიმს სტაინბერგი და ფილიპ გორდონი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მთავრობის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მედია ექსპერტი ნინო დანელია, რომელმაც აშშ-ს საელჩოში მონაწილეობა მიიღო ჯეიმს სტაინბერგთან და ფილიპ გორდონთან შეხვედრაში. აი რა კომენტარი გააკეთა მან ამ შეხვედრის თაობაზე:

-„ შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ მათ აინტერესებდათ კონკრეტული რამ, კერძოდ ის, თუ რა ხდება სამოქალაქო საზოგადოების და სმთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის თვალსაზრისით. თუ არის რაიმე ცვლილება ნეგატიური ან პოზიტიური და კონკრეტულად სად შეიძლება ჩვენ ველოდოთ აშშ-ის მთავრობის დახმარებას. ჩემი თემა იყო მედია და მედიის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. კონკრეტულად გავამახვილე ყურადღება საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც ახლა განიხილავს პარლამენტი. ჩვენ კიდევ ერთხელ ყველამ ერთად ვითხოვეთ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა რადგანაც ეს არის ერთადერთი საშუალება, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება ერთსა და იმავე მესიჯს გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში, როგორც წესი თანამშრომლობა მუშაობს ხოლმე.“

ქალბატონმა ნინომ ასევე ისაუბრა შეხვედრის სხვა მონაწილეებზეც:

-„ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველი ბატონი გიორგი ტუღუში. მანაც ძალიან საინტერესოდ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არსებობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ არნოლდ სტეპანიანი, რომელიც გახლავთ მრავალეროვანი საქართველოს წერმომადგენელი, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და ასევე გახლდათ პროფკავშირების წარმომადგენელი. სულ შეხვედრას ხუთი კაცი ვესწრებოდით.“

ქალბატონმა ნინომ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სეინბერგის კომენტარზეც ისაუბრა:

_“ მან თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვქონდეს ასეთი მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმი აშშ-ს საელჩოსთან, რადგანაც ისინი ძალიან ყირადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. მან განსაკუთრებით გამოყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროდან მან გამოყო ის, თუ რა შემთხვევები განიხილება სასამართლოში და როგორია სასამართლო დავების გადაწყვეტილება და რა ხდება სიტყვის თავისუფლების სფეროში, როგორია საჯარო ინფორმაციის მიღების თავისუფლება. და ბოლოს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ყურადღების ქვეშ და სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობით ცდილობენ ისინი საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობას.“

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა საქართველო დღის მეორე ნახევარში დატოვეს, საიდანაც ისინი ევროპული ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანს, სომხეთს, ალბანეთსა და ბოსნიასაც ეწვევიან.

XS
SM
MD
LG