ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისის დროებითი მთავრობა კრძალავს ბენ ალის პარტიას


ტუნისის დროებითი მთავრობა კრძალავს ბენ ალის პარტიას
ტუნისის დროებითი მთავრობა კრძალავს ბენ ალის პარტიას

ტუნისის შინაგან საქმეთა მინისტრმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ტუნისის ამჟამად განძევებაში მყოფი მმართველი ზინე ელ აბიდინ ბენ ალის პარტიის დასაშლელად.

ტუნისის შინაგან საქმეთა მინისტრმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ტუნისის ამჟამად განძევებაში მყოფი მმართველი ზინე ელ აბიდინ ბენ ალის პარტიის დასაშლელად. ამ ინიციატივის მიზანია არ დაუშვას ამ პარტიის წევრების მონაწილეობა მომავალ არჩევნებში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად მიმართა ტუნისის უზენაეს სასამართლოს ამ პარტიის დაშლის თხოვნით. ამ ფონზე ტუნისის დროებითი მთავრობა საუდის არაბეთისაგან ითხოვს ბენ ალის მეუღლის ექსტრადიციას, რათა იგი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. მას ბრალად ედება თავისი ნათესავების საკვანძო მნიშვნელობის სამთავრობო და ბიზნეს თანამდებობებზე მოწყბა, რითაც მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ დიდი რაოდენობით ფულის ამოგება.

XS
SM
MD
LG