ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი


უძველეს ქალაქში რუსმა ლიდერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა რუსული ხელოვნების მუზეუმი.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩავიდა, სადაც მან კიდევ ერთხელ გამოხატა რუსეთის მხარდაჭერა პალესტინური სახელმწიფოს მიმართ.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ლუის რამირეზი ქალაქ იერიქონიდან მოგვიხრობს:

რუსეთისა და პალესტინის დროშებით ხელში, ასობით ადამიანი პრეზიდენტ მედვედევს ეგებებოდა.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა რუსი ლიდერი ქალაქ იერიქონში მიიღო, სადაც ორი სახელმწიფოს ლიდერმა თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ამასთან, უძველეს ქალაქში რუსმა ლიდერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა რუსული ხელოვნების მუზეუმი და პირობა დადო, რომ პალესტინელებს არაერთი მილიონი დოლარით დაეხმარება.

მედვედევმა გაიხსენა 1988 წელი, როცა საბჭოთა კავშირის წევრმა რუსეთმა პალესტინური სახელმწიფო აღიარა.

მედვედევმა დასძინა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს პალესტინელი ხალხის უფლებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხში, რომლის დედაქალაქადაც დასავლეთ იერუსალიმი გამოცხადდება.

დიმიტრი მედვედევი ისრაელში გეგმავდა ვიზიტს, თუმცა მისი მოგზაურობა გადაიდო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გაფიცვის მიზეზით.

XS
SM
MD
LG