ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენზე თავდასხმა - დებატების ახალი მიზეზი


კონგრესმენზე თავდასხმა - დებატების ახალი მიზეზი

"ფედერალური კანონით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც შაშხანებსა და მრავალვაზნიანი მჭიდის მქონე ცეცხლსასროლ იარაღს გაყიდის" - ჯ. ლოუვი.

გასულ კვირას არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში კონგრესმენ ქალბატონს - გაბრიელ გიფორდს ესროლეს. თავდასხმის დროს დაიღუპა ექვსი უდანაშაულო ადამიანი, კონგრესმენი გიფორდი კი თავში დაიჭრა. ეს რვა იანვარს მოხდა, მას შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის ტარების უფლების ირგვლივ ცხარე დებატები დაიწყო.

შონ დუელისა და მისი ვაჟიშვილებისთვის იარაღი ტარება ცხოვრების ერთერთი შემადგენელი ნაწილია:

„ჩვენ იარაღით ვნადირობთ და ოჯახს საკვებით ვამარაგებთ.ამასთანავე გვიყვარს მიზანში სროლაც “- ამბობს შონი.

დუელსების ოჯახი ტუსონის უკაცრიელ გარეუბანში ცხოვრობს. შესაბამისად, ასეთ ადგილას დანაშაულებიც ხშირად ხდება. ამიტომაც შონ დუელსი ცეცხლსასროლ იარაღს საძინებელი ოთახის კარადაში მუდმივად ინახავს:

„იარაღს ძირითადად თავდაცვის მიზნით ვინახავ. იმედი მაქვს, რომ მისი გამოყენება არასდროს მომიწევს, მაგრამ სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივა“

ტუსონში კონგრესმენზე განხორციელებულმა თავდასხმამ, არიზონას შტატში მოქმედ იარაღის ტარების უფლებაზე არაერთი სპეციალისტის ყურადღება მიიპყრო.

ჯონათან ლოუვი ვაშინგტონში იარაღის ძალადობისგან დაცვის ცენტრის თანამშრომელია:

„ამჟამად ამერიკაში ძალზე ბევრი უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს.“

ლოუვის აზრით, ფედერალური კანონით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც შაშხანებსა და მრავალვაზნიანი მჭიდის მქონე ცეცხლსასროლ იარაღს გაყიდის. სწორედ ამგვარ იარაღს ფლობდა თავმდასხმელი, ერთი კვირის წინ კონგრესმენ გიფორდზე განხორციელებული თავდასხმისას:

„თუ ადამიანები ვერ შეიძენენ მრავალვაზნიანი მჭიდის მქონე იარაღს, მსხვერპლიც ჩვენს ქუჩებში შესაბამისად ნაკლები იქნება.“

მაგრამ შაშხანების ეროვნული ცენტრის ასოციაციასთან არსებულმა ლობისტების ადვოკატთა ჯგუფმა ვაშინგტონზე ზეწოლა მოახდინა და შეზღუდვების დაწესებაზე კანონი ჩააგდო.

ჩარლზ ჰელერი რადიოს ერთერთი შოუს წამყვანი და არიზონას შტატის თავდაცვის ლიგის წვერია. მისი თქმით, პოლიტიკოსები ამერიკის სხვადასხვა შტატში იარაღის ტარების უფლებებს უმეტესწილად მხარს უჭერენ:

„არსებობდნენ პოლიტიკოსები , ვისაც არიზონას შტატში იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა სურდა. სწორედ ამიტომაც, მათ მხარდაჭერა მოსახლეობაში ვერ მოიპოვეს და არჩევნებში ხმები დააკლდათ.“

ჰელენის თქმით, არიზონას შტატში იარაღის ტარების უძველესი ტრადიცია არსებობს. ამიტომაცაა, რომ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ადგილებში იარაღიანი ადამიანის დანახვა აბსოლუტურად არ აშინებთ:

„მას მერე, რაც არიზონა შტატი გახდა, იარაღის ტარება აქ ნორმალურ და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არავინ აქცევს ყურადღებას ადამიანს , ვინც ქუჩაში იარაღასხმული დადის.“

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს ერთგავარ აღიზიანებს:

„ჩვენთან იარაღის შეძენა ძალზე იოლია, არადა რა საჭიროა, ყველას ნახევრად ავტომატური პისტოლეტი დაჰქონდეს“ - ამბობს არიზონელი ქალბატონი

ჯონათან ლოუვის აზრით, განსჯის საგნად იარაღის ტარების უფლება არ უნდა იქცეს:

„იარაღის ტარების უფლებაზე შეზღუდვები არასაიმედო და საშიშ ადამიანებს უნდა დაუწესდეთ"-აცხადებს იგი.

მაგრამ არიზონელი მონადირის შონ დუელის აზრით, მსგავსი ინციდენტების გამო უფლებების შეზღუდვა არ უნდა მოხდეს:

„ჩემი აზრით, ადამიანები, ვინც დღეს იარაღს ატარებს, კომპეტენტურები არიან და საფრთხე მათგან ნაკლებად მოსალოდნელია. ამიტომაც, მე იარაღის ტარების საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია.“

XS
SM
MD
LG