ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სპარსეთის ყურეს ეწვევა


Хиллари Клинтон
Хиллари Клинтон

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპარსეთის ყურის რეგიონს ესტუმრება. განხილვის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა და ერაყის ახალი მთავრობის მხარდაჭერა იქნება.

არაბეთის საამიროები, ომანი და კატარი ის ქვეყნებია, რომელსაც მომდევნო 6 დღის განმავლობაში მოინახულებს სახელმწიფო მდივანი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ქვეყნების ლიდერებთან საუბარი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების შემდგომ რაუნდს შეეხება. შეხვედრა 20 იანვარს სტამბულშია დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG