ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამსხვრეული "ოცნების კანონი"


დამსხვრეული "ოცნების კანონი"
დამსხვრეული "ოცნების კანონი"

„ოცნების კანონი“ 12 მილიონი არალეგალი ემიგრანტის ბედს გადაწყვეტდა ამერიკაში.

ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა -ამ სიტყვებს ხშირად გაიგონებთ როგორც შეერთებულ შტატებში ისე მის ფარგლებს გარეთ. ემიგრანტების ბედს, დღეს ხშირად ამერიკელი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, თუმცა ისინიც გაორებულნი არიან მათდამი დამოკიდებულებასა და საჭირო პოლიტიკურ რეფორმასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ერთი რამ რაც ყველას აღელვებს, არის ამერიკაშ სწრაფად ცვალებადი დემოგრაფიული გარემო და წარმოშობით უცხოელი ადამიანების მოზღვავება, სხვადასხვა ექსპერტის აზრით, ახლა ამერიკას ერთმნიშვნელოვნად ყველა სფეროში ძალიან ადგებიან.

ერთი კვირის წინ ამერიკის სენატმა დაბლოკა კანონმდებლობა, რომელიც უკანონო იმიგრანტების შვილებისთვის, იმათთვის ვინც ამერიკაში უმაღლეს განათლებას იღებს ან სამხედრო სამსახურში მსახურობს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმურად ცხოვრების უფლებას უზრუნველყოფდა. ეს კანონპროექტი რამდენიმე დღით ადრე ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.

„ოცნების კანონი“, პირველ საფეხურად მოიაზრებოდა იმ ყოვლისმომცველ საემიგრაციო რეფორმაში, რომელიც 12 მილიონი არალეგალი ემიგრანტის ბედს გადაწყვეტდა ამერიკაში. უკანონო ემიგრანტთა ამ რიცხვიდან ორი მილიონი აქ ჯერ კიდევ მცირეწლოვან ასაკში შემოვიდა. კანონმდებლობა, რომელიც სენატმა დაბლოკა, სწორედ იმ ახალგაზრდა ადამიანებს წაადგებოდა, რომლებიც ამერიკაში უკანონო იმიგრანტი მშობლების თანხლებით ჩამოვიდნენ. კერძოდ, ეს კანონი ლეგალურად ყოფნის უფლებას გაუხანგრძლივდებდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 16 წლამდე შემოვიდნენ ამერიკაში, სულ ცოტა 5 წელი მაინც უცხოვრიათ აქ, დამთავრებული აქვთ საშუალო სკოლა და ახლა უმაღლეს სასწავლებელში ან სამხედრო სამსახურში ირიცხებიან.

დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონმდებლობით ისარგებლებდნენ, დღეს უკვე ნამდვილი ამერიკელები არიან. მათ მხოლოდ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აკლიათ:

„ეს ახალგაზრდები ამერიკულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მოღვაწეობენ და ამერიკულ დროშას უცხადებენ ერთგულებას. მათ სჯერათ, რომ ამერიკა მათი სამშობლოა, რამეთუ სინამდვილეში, ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მათ ოდესმე ჰყვარებიათ. ახლა ისინი ამ ქვეყანას ემსახურებიან. სწორედ ამის დამტკიცებას ისახავდა მიზნად კანონმდებლობა სახელად „ოცნების აქტი“."

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ აღნიშული კანონმდებლობა დეკემბრის დასაწყისში მიიღო. სენატში, ვარაუდობენ , რომ მის მხარდასაჭერად საკმარისი ხმები მოიძებნებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა და კანონი დაიბლოკა.

სკეპტიკოსები ოცნების აქტს კიდევ ერთხელ გაემიჯნენ, განაცხადეს რა, რომ ახალი კანონი ამნისტიას წარმოადგენს დამნაშავეებისთვის, ისევე როგორც არც მეტი არც ნაკლები, ყურადღება გადააქვს მთავარი პრობლემიდან - ამერიკაში არალეგალი ემიგრანტების მოზღვავების შეჩერებაზე ზრუნვისგან.

რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ სეშონსი ამბობს:

„ ჩვენს საზღვრებზე უკანონობის დასრულება პრიორიტეტული საკითხია, რაც სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავფიქრდეთ, თუ როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან.“

ოპონენტების კიდევ ერთი ჯგუფი არ მალავს თავის მოსაზრებას, რომ ახალი კანონი კიდევ უფრო მეტად შეუწყობდა ხელს არაკანონიერი ემიგრანტების მიერ თავიანთი ოჯახების ამერიკაში უკონტროლოდ შემოყვანის შესაძლებლობას და რომ ამ ნაბიჯით კანონიერი გზით შემოსულ ემიგრანტებს შორის იმედგაცრუება დაისადგურებდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ამ კანონმდებლობის მსგავსი დოკუმენტი არაერთხელ შევიდა ამერიკის კონგრესში. ვერცერთი მათგანის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. ემიგრანტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, აქტიუტრად ლობირებდნენ ბოლო კანონპროექტის მიღებას და მათ უკვე დააფიქსირეს თავიანთი იმედგაცრუება მომხდართან დაკავშირებით.

თავის განცხადებაში ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა ამ ჯგუფებისა და ემიგრანტი მოსახლეობის შეშფოთებას პირობა დადო რა, რომ გააგრძელებდა ძალისხმევას ამერიკის საემიგრაციო სისტემის რეფორმის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG