ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და BBC-ის ერთობლივი პროექტი


საზოგადოებრივი მაუწყებლისა და BBC-ის ერთობლივი პროექტი

ევროკავშირის დაფინანსებით, ბოლო ორი წელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებისგან გაათავისუფლოს,.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს ყველაზე სანდო საინფორმაციო წყარო"- აღნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე. მისივე თქმით, 2 წლის განმავლობაში მაუწყებელმა გარკვეულ შედეგებს მიაღწია :

” პირველი ნაბიჯი გადავდგით სერიოზული, ეს ჩვენი შეფასება არ არის, არის ძალიან ავტორიტეტული შეფასება. წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა სამი დამოუკიდებებლი მონიტორინგი ქართული მედიის. ერთს ახორციელებდა ეუთოს სადამკვირებლო მისია, მეორეს გაერო ევროკავშირთან ერთად. გარდა ამისა ცსკოს ჰყავდა თავისი უცხოეთიდან მოწვეული მონიტორინგის ჯგუფები. სამივემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თქვა, რომ დღეს ქართულ ელექტრონულ მედიაში, ტელევიზიაში ერთადერთი დაბალანსებული, ობიექტური არის საზოგადოებრივი მაუწყებებლი, კერძოდ, მისი ნიუსები. ამაში ჩვენ ვხედავთ სწორედ BBC-ის დამსახურებას, მათი მუშაობის შედეგად მიგვაჩნია ეს.”

საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ბოლო 2 წლის განმავლობაში გაიზარდა, მან მე-4 ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა:

”ახალ ამბებს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი, ჩვენი მთავარი გამოშვებიდან შეიტყობს” - ამბობს ლევან გახელაძე, თუმცა მისივე განცხადებით, არხს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური გამოწვევების გადალახვა მოუხდა.

XS
SM
MD
LG